|
ქონების გასხვისებისას და იჯარით გაცემისას აუქციონის ჩატარება:
საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის (,,სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე'' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბერის N 1–1/1487 ბრძანება) თანახმად, ქონების გასხვისება და იჯარით გაცემა უნდა მოახდინონ აუქციონის წესით.
,,აუდიტესკორტი'' აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ:
აუქციონების მოწყობას ქონების პრივატიზებისას და იჯარით გაცემისას.
აუქციონთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადებას.
საიჯარო ფართებზე ქირის საბაზრო ღირებულების დადგენას.
კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით (უფასოდ).
|