აკრედიტაციის სფერო · ინსპექტირება
ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება
გაიგეთ შენობის რეალური მდგომარეობა.
ვაფასებთ არსებული ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკურ მდგომარეობას მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან მიმართებით. ყველა გამოვლენილი შეუსაბამობა აისახება ანგარიშში.
- აკრედიტაციის მოწმობა
- GAC-IB-0299
- ორგანოს ტიპი
- A ტიპი
- სტანდარტი
- სსტ ISO/IEC 17020:2012/2013
- ძალაშია
- 10.07.2028-მდე
01 · შემოწმების საგანი
რას ვამოწმებთ
ვაფასებთ არსებული ობიექტის მდგომარეობის შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციასთან ან/და დადგენილ მოთხოვნებთან, ფარულ სამუშაოთა აქტებთან, ობიექტის ვიზუალური დათვალიერების (ფოტოფიქსირების ჩათვლით), აზომვებისა და გაზომვების შედეგებთან და შესაბამისობის შეფასების დოკუმენტებთან.
| ნაწილი | შიგთავსი |
|---|---|
| ობიექტის პარამეტრები | ძირითადი მონაცემები შემოწმებული ობიექტის შესახებ |
| შეუსაბამობები | აღწერა და ამსახველი ფოტომასალა |
| ფაქტობრივი მდგომარეობა | დასკვნა ობიექტის მდგომარეობაზე ინსპექტირების ჩატარების მომენტისთვის |
| აზომვითი ნახაზი | დაზიანებების მითითებით — საჭიროების შემთხვევაში |
| ლაბორატორიული კვლევები | ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების საშუალებით, მათ შორის გეოდეზიური, გეოლოგიური და გეოფიზიკური — საჭიროების შემთხვევაში |
| გაანგარიშებები | დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობისა და მდგრადობის საკონტროლო გაანგარიშება — საჭიროების შემთხვევაში |
02 · შედეგი
რას იღებთ შედეგად
ინსპექტირების ანგარიში
- ინსპექტირების საგანი და მომსახურების მოცულობა;
- შეფასების საფუძველი — რომელი პროექტი, ნორმები და მოთხოვნები გამოიყენებოდა;
- გამოყენებული მეთოდები და შემოწმების თარიღები;
- შესაბამისობის შეფასების შედეგი — სადაც ეს მომსახურების ფარგლებშია გათვალისწინებული;
- გამოვლენილი შეუსაბამობები აღწერითა და მტკიცებულებებით;
- შეფასების შეზღუდვები — რა არ შემოწმებულა და რა მიზეზით;
- უფლებამოსილი პირის დამოწმება.
03 · პროცესი
როგორ მიმდინარეობს ინსპექტირება
01
კრიტერიუმების განსაზღვრა
შეფასების კრიტერიუმებს განვსაზღვრავთ მოქმედი მოთხოვნების საფუძველზე და ვათანხმებთ მომსახურების მოცულობას.
02
დოკუმენტური შემოწმება
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შედარება მოქმედ მოთხოვნებთან.
03
შემოწმება ობიექტზე
ვიზუალური დათვალიერება, გაზომვები და ფოტოფიქსაცია. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ლაბორატორიული კვლევა.
04
ანგარიშგება
შედეგების, შეუსაბამობებისა და შეზღუდვების დოკუმენტირება და ანგარიშის გადაცემა.
04 · ტიპური შემთხვევა
შეფასება საეტაპო ოქმების არარსებობისას
მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ საეტაპო დოკუმენტაცია არასრულია?
როდესაც მშენებლობის ეტაპების ოქმები არ შედგენილა ან სათანადოდ არ გაფორმებულა, ვიკვლევთ ობიექტს და ვაფასებთ შესრულებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობას — ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად.
- ეს შეფასება არ აუქმებს სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნას.
- კვლევის მოცულობა და დასკვნის გაცემის შესაძლებლობა დამოკიდებულია ობიექტის მდგომარეობასა და მოპოვებულ მტკიცებულებებზე.
- ექსპლუატაციაში მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, არა ინსპექტირების ორგანო.
სამართლებრივი საფუძველი — №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი. მაცნე ↗ კონკრეტული ობიექტისთვის პირობები უნდა შემოწმდეს მოქმედ რედაქციაში.
05 · ფარგლები და სამართლებრივი საფუძველი
რა უნდა იცოდეთ
რა კავშირშია ეს სამშენებლო ამნისტიასთან
მნიშვნელოვანი: ინსპექტირების შედეგი არის
დოკუმენტირებული შეფასება. ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას — მათ შორის
ექსპლუატაციაში მიღებას — იღებს უფლებამოსილი ორგანო, და არა ინსპექტირების ორგანო.
გამოქვეყნებამდე გადაამოწმეთ რეგულირების მოქმედი პირობები და ვადები.
მომსახურების ფარგლები
- ინსპექტირების შედეგი ეფუძნება შეფასების მოცულობას, გამოყენებულ მეთოდებსა და შეგროვებულ მტკიცებულებებს.
- კომპანია არ ასრულებს იმ სამუშაოებს, რომელთა დამოუკიდებელ ინსპექტირებასაც ახორციელებს, და არ მონაწილეობს ობიექტის დაპროექტებაში.
- სავალდებულო მოთხოვნები მომსახურების მოცულობის შეთანხმებით არ იცვლება და არ მცირდება.
- ინსპექტირება არ ნიშნავს წინასწარ დადებით დასკვნას და არ იძლევა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გარანტიას.
06 · დაკავშირებული
სხვა მომსახურებები
თითოეული მომსახურების აკრედიტაციის სტატუსი განისაზღვრება აკრედიტაციის სფეროს დანართით.
ნორმატიული დოკუმენტები და პროცედურები TA-IP-18-20
- სამშენებლო ნორმები და წესები — СНиП, ნაწილი 1
- სამშენებლო ნორმები და წესები — СНиП, ნაწილი 2
- სამშენებლო ნორმები და წესები — СНиП, ნაწილი 3
- საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები — №71 (2014)
- ტექნიკური რეგლამენტი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ — №732 (2020)
- ტექნიკური რეგლამენტი — №41 (2016)
- TA-IP-18-20 — ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები
წყარო — აკრედიტაციის სფერო, მოწმობა GAC-IB-0299 (აქტუალიზაცია 10.06.2026). იხილეთ სფერო (PDF) ↗
07 · კონტაქტი
დაგვიკავშირდით
თქვენი ობიექტის ინსპექტირებისთვის, ხარისხი იწყება სწორი გადაწყვეტილებით.
დაზოგეთ დრო — შეავსეთ განაცხადი ონლაინ.
- მისამართი
- ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის
გამზირი 14ა, მე-3 სართული - ტელეფონი
- +995 599 81 87 87
- ელ. ფოსტა
- [email protected]
- იურიდიული სახელწოდება
- შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 205229439
- აკრედიტაციის მოწმობა
- GAC-IB-0299
